Your Picture

102 საჯარო სკოლა

2024-2025 აკადემიურ წელს მოსწავლეებს იღებს IB საერთაშორისო ბაკალავრიატის ფრესქულის (PYP) და დაწყებითი საფეხურის (PYP 1-5 კლასები) პროგრამებზე.

დაწყებითი საფეხურის პროგრამა PYP

PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები

შუალედური საფეხურის პროგრამა MYP

MYP 6-10 კლასები

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა DP

DP 11-12 კლასები

გახდი „102 საჯარო სკოლის“

გუნდის წევრი!

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის ახალ, საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას იზიარებენ!

სიახლეები

20 მაისს 102 საჯარო სკოლაში ჩვენი მე-12

კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას და

ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას !

წარმატებებს ვუსურვებთ საუნივერსიტეტო

თუ პროფესიული განათლების ეტაპზე და

ცხოვრებაში.


10 დღის წინ

საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024

სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა

რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები

განსაზღვრა. დეტალური ინფორმაცია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ

1-ელ მაისს გამოაქვეყნა.

იხილეთ ვრცლად

3 დღის წინ

ქართული სპორტის ქომაგები და სსიპ ქალაქ

თბილისის 102-ე საჯარო სკოლა

წარმატებებს უსურვებს საქართველოს

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის

ჩემპიონატზე. აგრეთვე საქართველოს

ოლიმპიური ნაკრების დელეგაციას პარიზის

ოლიმპიურ თამაშებზე.


4 საათის წინ

EMAIL

PHONE

LOCATION

პროგრამები

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი საფეხური პროგრამა (PYP) 3-12 წლის

მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მსოფლიო ლიდერია მომავალზე ორიენტირებული,

დროგამძლე განათლების მიმართულებით. პროგრამის მიზანია მზრუნველი, აქტიური ახალგაზრდების

აღზრდა და მათთვის სწავლის სიყვარულის განმტკიცება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში

გაჰყვებათ. კვლევასა და რეფლექსიაზე დაფუძნებული სწავლების გზით, PYP-ის მოსწავლეები ცოდნას,

კონცეპტუალურ გაგებას და IB მოსწავლის პროფილისთვის დამახასიათებელ უნარებსა და ატრიბუტებს

იძენენ, რათა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ისე ზოგადად,

საზოგადოებაში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის საშუალო საფეხურის პროგრამა (DP) 6-10 კლასის მოსწავლეებისთვის

არის განკუთვნილი და შემუშავებულია მათი ინტელექტუალური, სოციალური, ემოციურ და ფიზიკური

კეთილდღეობის გასავითარებლად. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლის განმავლობაში

ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მიღებულ ცოდნას რეალური

პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ, უნიკალური „ცოდნის თეორიის“ კურსის ფარგლებში, ცოდნის

უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ. გარდა ამისა

იძენენ, რათა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ისე ზოგადად,

კვლევასა და რეფლექსიაზე დაფუძნებული სწავლების გზა აძლევს მათ უსაზღვრო ბენეფიტებს.

საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) 11-12 კლასის

მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და შემუშავებულია მათი ინტელექტუალური, სოციალური,

ემოციურ და ფიზიკური კეთილდღეობის გასავითარებლად. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები

ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მიღებულ ცოდნას რეალური

პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ, უნიკალური „ცოდნის თეორიის“ კურსის ფარგლებში, ცოდნის

უღრმავდებიან და აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს იკვლევენ. გარდა ამისა

DP-ს კურსდამთავრებულები გონებაგახსნილ და ტოლერანტ ადამიანებად გვევლინებიან, რომლებიც

კულტურულ მრავალფეროვნებას აფასებენ და განსხვავებულ მოსაზრებებს სცემენ პატივს.