ბუნებისმეტყველება

კლუბის აქტივობების ფარგლბში, მოსწავლეები

სკოლის ლაბოტორიაში ატარებენ სამეცნიერო

ექსპერიმენტებს, რომლებიც ბიოლოგიის და

ფიზიკის დარგებს ეფუძნება. კლუბში

მოსწავლეებ იძენენ ცოდნას ბუნებისმეტყველო

მიმართულებით და შემდგომ ახორციელებენ მიღებული ცოდნის

პრაქტიკაში ადაპტირებას.

კლასები: 3-6

ციფრული მარკეტინგი

საკლუბო მეცადინეობები მიზნად ისახავს

მოსწავლეებისთვის გამოცდილების

მიცემას, რათა სამომავლოდ წარმატებით

შეძლონ ამ სფეროში საქმიანობა. კლუბის

წევრები შეისწავლიან მარკეტინგული

სტრატეგიების დაგეგმვას და განხორციელებას,

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას,

მონაცემების ანალიზს და სხვა.

კლასები: 9-11

ინტელექტუალური თამაშები

ინტელექტუალური თამაშების კლუბი მიზნად

ისახავს მოსწავლეების ისეთი კოგნიტიური

უნარების განვითარებას, როგორიცაა

პრობლემების გადაჭრა. ამავდროულად, ხელს

უწყობს შემოქმედებითი შესაძლებლობებისა

და სოციალური უნარების განვითარებას.

გუნდური მუშაობის გზით, კლუბის წევრები

გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ.

კლასები: 10-12

ავია მოდელირება

ავიამოდელირების კლუბი მოიცავს მუყაოს

სქემატური მფრინავი პლანერების

მოდელირებას. მოსწავლეები შეისწავლიან

ინჟინერიის პრინციპებს, სქემატური საჰაეროს

მოდელირებას, მცირე ზომის საჰაერო

საშუალებების დიზაინს, კონსტრუირებას და

გაფრენას ამავდროულად, უმუშავდებათ

სიზუსტის, კოორდინაციის უნარები.

კლასები: 5-8

დებატები

დებატების კლუბი მოსწავლეებს ეხმარება

ორატორული და თავდაჯერებული

უნარების განვითარებაში; აზრების კვლევის და

ჩანაწერების კეთების უნარების გაძლიერებაში;

კრიტიკული აზროვნების, არგუმენტების

ჩამოყალიბების, მსჯელობისა და

გამოყენების უნარების გაუმჯობესებაში.

კლასები: 7-11

ჭადრაკი

კლუბში მოსწავლეები ეცნობიან საჭადრაკო

სვლებს და ტერმინებს, დებიუტის გათამაშების

წესებს, დაბმას,ორმაგ მუქარას, გახსნილ და

ქიშს, საჭადრაკო ტურნირზე მოქცევის წესებს

და საჭადრაკო პარტიის ჩაჭერას-კომენტარს.

კლუბის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ

სკოლის შიდა და გარე ტურნირებში.

კლასები: 1-9

Native Speaker (ინგლისური)

საკლუბო მეცადინეობებს ინგლისურენოვანი

მასწავლებელი ატარებს. დისკუსიისა და

მუშაობის გზით, მოსწავლეებს უვითარდებათ

საკომუნიკაციო ინგლისურის უნარები. კლუბი

განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის,

ინგლისური ენის დონე არის Intermediate Plus და

ზემოთ. სკოლის შიდა და გარე ტურნირებში.

კლასები: 1-11

ფრანგული

კლუბი განკუთვნილია ფრანგული ენით

დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

სწავლით და ჯგუფური მუშაობის გზით,

მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის

და კომუნიკაციის უნარები.

კლასები: 2-10

გერმანული

კლუბი განკუთვნილია გერმანული ენის

შესწავლით დაინტერესებული მოსწავლისთვის.

დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის გზით,

მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, წერის

და კომუნიკაციის უნარები.

კლასები: 3-11

კალათბურთი

კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან

კალათბურთის სხვადასხვა კომპონენტებს

მცირე თამაშების და ვარჯიშების გამოყენებით.

სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის

მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების

წესის დამკვიდრება, ასევე გუნდური პრინციპით

მუშაობის უნარისა და პასუხისმგებლობის განვითარება.

კლასები: 4-11

ფეხბურთი

კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან

ფეხბურთის სხვადასხვა კომპონენტებს

მცირე თამაშების და ვარჯიშების გამოყენებით.

სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის

მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების

წესის დამკვიდრება, ასევე გუნდური პრინციპით

მუშაობის უნარის განვითარება.

კლასები: 1-10

ფრენბურთი

კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან

კალათბურთის სხვადასხვა კომპონენტებს

მცირე თამაშების და ვარჯიშების გამოყენებით.

სპორტის შესწავლასთან ერთად, კლუბის

მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების

წესის დამკვიდრება, ასევე გუნდური პრინციპით

მუშაობის უნარის განვითარება.

კლასები: 6-10