სსიპ ქალაქ თბილისის N102 სკოლის მე-6 ა და მე-8 ა კლასის
მოსწავლეების მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს წიგნიერების
ამაღლებაში. დამრიგებლებმა კლასებში ჩაატარეს გამოკითხვა
გამოკითხვის შედეგების მიხედვით კლასის ბიბლიოთეკისთვის
შეარჩიეს წიგნები. მშობლებმა შეიძინეს მხატვრული ლიტერატურა
გადასცეს კლასის სამკითხველოს. მშობლების სასკოლო
ცხოვრებაში ჩართულობის მიზანია დაეხმარონ მოსწავლეებს
კითხვის უნარისგანვითარებაში.
ქართული სპორტის ქომაგები და სსიპ ქალაქ თბილისის 102-ე
საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს საქართველოს ეროვნულ
საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. აგრეთვე საქართველოს
ოლიმპიური ნაკრების დელეგაციას.
"გვჯერა ჩვენი ბიჭების წარმატების და დარწმუნებული ვარ,რომ
აუცილებლად მოვახხერხებთ ჟგუფიდან გასვლას. აღსანიშნავია ისიც,
რომ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენი ბიჭები
ყველაფერს გააკეთებენ ფლეიოფში გასვლისათვის"- დირექტორი.
სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში 7ბ კლასმა
წამოადგინა თემა “კონფლიქტების მართვა”. როგორ მოქმედებს
კონფლიქტები საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს თუ რამდენად თანმდევი პროცესია
კონფლიქტები. წარადგინეს როგორც ესკალაციის ეტაპები!
ასევე კონფლიქტის ტიპები და ქცევის მოდელები. მათ
წარმოაჩინეს თემა და საკუთარი დამოკიდებუკება თემის მიმართ.
ვუსურვებთ მათ წარმატებებს!
სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში მე-11 კლასელებმა
წარმოადგინეს პროექტი,ვიცხოვროთ ერთად სუფთა გარემოში",
სადაც მოწვეულ სტუმრებისა და მოსწავლეთა მშობლების წინაშე,
ისაუბრეს დღეს არსებულ სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ
შედეგებზე, იმ დაავადებებზე რასაც დაბინძურებული გარემო იწვევს,
პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ
მიღებული ცოდნა წარმოადგინეს პრეზენტაციების, სახალისო
აქტივობებისა და ინტერაქტიული თამაშების სახით.